„ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები Facebook-მა დაბლოკა
30 აპრილს Facebook-ის ადმინისტრაციამ ათობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა.
სოციალურ ქსელში აღარ იძებნება და დაბლოკილია „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები, მათ შორის: “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, “რეზიდენტი სალომე / резидент Саломе / Salome”; მოძრაობა „შეცვალეს” ერთ-ერთი დამფუძნებელის, ნიკა ნოზაძის გვერდი; “ბრძენი ქოცი – Brdzeni qoci”; “ფარნაოზ ჭკადუა”.
სავარაუდოდ, დაბლოკილია სხვა პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდებიც.