ირაკლი ბერაია: ოკუპირებულ რეგიონებში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, შექმნილია უმძიმესი ვითარება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, შექმნილია უმძიმესი ვითარება და ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
„ოკუპირებულ რეგიონებში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, შექმნილია უმძიმესი ვითარება, რაც გამოწვეული არის ოკუპაციის შედეგად დაწესებული უკანონო შეზღუდვებით. ჩვენს მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ეძლევათ გადაადგილების შესაძლებლობა განსაკუთრებით, მკურნალობის მიზნით. ეს არის ის დიდი ფასი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ყოველდღიურად იხდიან ოკუპაციის შედეგად”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.