ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი ონლაინშეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილეს. ისაუბრეს კოვიდ-19-ის პირობებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე. ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის როლსა და მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფის კუთხით.

ირაკლი ბერაია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს  პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ესაუბრა.

მარეკ შჩიგელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-ის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები