ქობულეთში კორონავირუსისგან განკურნებულ პირებს რეაბილიტაციის პროცესში მედიკამენტებით ქობულეთის მერია დაეხმარება

ქობულეთში COVID-19-სგან განკურნებულ პირებს შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში მედიკამენტებით ქობულეთის მერია დაეხმარება, – ამის შესახებ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განკურნებული პაციენტები თვითიზოლაციაში ან საკარანტინე სივრცეში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

“მათ რეაბილიტაციის პერიოდში სჭირდებათ მედიკამენტოზური დახმარება, რისი საშუალებაც, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ. მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება და უზრუნველვყოფთ განკურნებულ პირთა რეაბილიტაციის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტოზური დახმარების დაფინანსებას. ხოლო ინფიცირებულ პირთა მკურნალობა მიმდინარეობს ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში”, -აღნიშნა ქობულეთის მერმა.

მისივე თქმით, თითოეულ ბენეფიციარს არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაუფინანსდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი,  ჯამურად, 17 500 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები