აშშ-ის ავიაკომპანიები მგზავრებისთვის ნიღბის ტარებას სავალდებულოს ხდიან

აშშ-ის რამდენიმე უმსხვილეს ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ მათ ბორტებზე მგზავრებმა პირბადე უნდა ატარონ.

4 მაისიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ავიაკომპანია Delta-სა და Unite-ის მგზავრებისთვის.

Delta-ს ახალი წესის თანახმად, სამედიცინო ნიღბის ან სხვა დამცავი საშუალებების ტარება სავალდებულოა რეგისტრაციის ზონაში, პრემიუმკლასის მოსაცდელში და მგზავრობის დასრულებამდე.

8 მაისიდან ანალოგიურ წესებს ნერგავს ავიაკომპანია Frontier Airlines-ი, ხოლო 11 მაისიდან – American Airlines-ი.

ადრე მსგავსი წესის შესახებ JetBlue Airways-ში განაცხადეს, რომელიც პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც ე.წ. ნიღბის რეჟიმი დააწესა.

ასევე, პირბადის ტარება სავალდებულოა ბორტგამცილებლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები