ირაკლი კოვზანაძე: მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 1 ივლისიდან პენსიები 30 ლარით გაიზრდება
„მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 30 ლარით გაიზრდება 1 ივლისიდან პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი, მიუხედავდ იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები. ეს არის მნიშნელოვანი და ჩვენ უკვე ჩადებული გვქონდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, როდესაც ჩვენ ის დავამტკიცეთ და ეს დანაპირები ძალაში რჩება”,-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები გაიზარდა 20 ლარით ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის და შეადგენს უკვე 220 ლარს. მისივე განცხადებით, პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას და ინდექსაციას ითვალისწინებს.