ქალაქ ახალციხეში გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე ზოლების, გზისპირებისა და სკვერების გამწვანება აქტიურად გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ირგვება ნეკერჩხლის, კედრის, იფნისა და ცაცხვის 200- მდე ნერგი.

მათივე ცნობით, ხეების დარგვის პროცესში პირადად მონაწილეობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსი ზედგინიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები