ზესტაფონის მერიამ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაუზარდა
ზესტაფონის მერიამ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება გაუზარდა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ჩაერიცხებათ.
როგორც ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მერიამ არაერთი სოციალური აქტივობა დაგეგმა და განახორციელა, მათ შორისაა დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა დახმარება, რომელიც, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 47 ბენეფიციარზე განხორციელდება.