ეკატერინე ტიკარაძე: ჟურნალისტების ტესტირება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ახალი ალგორითმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირებას რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს.

მინისტრის განმარტებით, ჟურნალისტების ტესტირება იგეგმება, თუმცა ამისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმი უნდა შემუშავდეს.

„რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამის დამტკიცების შემდეგ ესეც ამოქმედდება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, სწრაფი ტესტის მეშვეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტების ტესტირება დღეს იწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები