ლევან გოფოძე: დღეს კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება
“მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხვევაში PCR ტესტებზე გადავალთ”,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზნობრივი ჯგუფების მოცვით კორონავირუსის გავრცელების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება.
„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხვევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები”,- განაცხადა გოფოძემ.