The Telegraph: ბიძინა ივანიშვილი თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლა გამონაკლისი არ არის

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“, – წერს გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით – „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

„ბიძინა ივანიშვილი თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და, ასევე, უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს“, – ციტირებს სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი, კამილა ტომინეი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს, რომელიც მან The Telegraph-ს განუცხადა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი, 4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი შვილი – ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, ქარხნის მუშის შვილია. მან ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვისს და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები