ნათია მეზვრიშვილი: ყველა მომდევნო პერიოდის ამოქმედება დამოკიდებულია წინა პერიოდის წარმატებულობაზე
“მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის, თუ ამით სარგებლობა არ გვჭირდება და გადაუდებელი, უკიდურესი აუცილებლობა არ არის, ჯობს, მაგალითად, არ გავიდეთ სახლიდან”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იქნება სტაბილური, შესაძლოა, 4 მაისით გათვალისწინებული შეზღუდვების ეტაპი გადაიხედოს.
„ეს გეგმა და გეგმის დეტალები არის მთავრობის შესაბამის ოფიციალურ ვებგვერდებზე. ეტაპიდან ეტაპამდე შუალედში არის გათვალისწინებული ორკვირიანი პერიოდი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა მომდევნო პერიოდის ამოქმედება დამოკიდებულია წინა პერიოდის წარმატებულობაზე. მოქალაქეებსაც ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ისევე, როგორც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებლებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის თუ ამით სარგებლობა არ გვჭირდება და გადაუდებელი, უკიდურესი აუცილებლობა არ არის ჯობია, რომ მაგალითად არ გავიდეთ სახლიდან, ჯობს, რომ ეს შეზღუდვები ჩვენს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მთავრობამ რაღაც შეზღუდვები მოხსნა ჩვენ, ჩვენს თავს შეზღუდვები დავუწესოთ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხებს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით. 4 მაისის ეტაპით, რაც არიოს გათვალისწინებული ჩვენ ამ ეტაპზე შეიძლება ვერ გადავიდეთ, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გვექნება ამ პერიოდში, პირველი ახსნის შემდგომ 27 აპრილიდან შემსუბუქების შემდგომ, ასე ვთქვათ სტაბილური. რაც შეეხება ეტაპებში კონკრეტული საქმიანობის დაშვებები, ჩვენ იმის მიხედვით გავითვალისწინეთ რა უფრო მეტი საშიშროების შემცველია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად: ის საქმიანობები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაუცველობის თუ მობილობის თვალსაზრისით გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, გაცილებით გვიან ეტაპზე არის ამ ყველაფრის გახსნა გათვალისწინებული და ამ ლოგიკითაა მთავრობის ეს გეგმა აწყობილი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.