ეკატერინე ტიკარაძე: მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებულები, ტესტირებებში ჩაერთვებიან
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე, ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში, რათა შემთხვევით ინფექციის გავრცელება არ მოხდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“ჩვენს კლინიკურ ჯგუფთან გვქონდა შეხვედრა და ყველა იმ კლინიკის ხელმძღვანელთან, რომლებიც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არის ჩართული კოვიდ ინფექციის მართვაში. ჩვენ განვიხილეთ კონკრეტულად ის დეტალები, თუ რა შედეგები აქვთ მათ და რა პრობლემებს აწყდებიან მკურნალობის პერიოდში.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე, ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.