„საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ დირექტორი: ნათია თურნავა ამ პერიოდში ძალიან ახლო კონტაქტზეა სექტორთან და მზადაა ჩვენი შეთავაზებების განხილვისთვის
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, რადგან ამ პერიოდში ძალიან ახლო კონტაქტზეა ტურიზმის სექტორთან და მზადაა, ჩვენი შეთავაზებები განიხილოს”, – ამის შესახებ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქოქიაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პერიოდში აუცილებელია, ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა იყოს, რადგან თუ ასე არ მოხდა, სექტორის დიდი ნაწილი გაკოტრდება.
„პირველ ყოვლოსა, მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, არა მხოლოდ ტურიზმის რომელიმე მიმართულება განვიხილოთ, არამედ ტურიზმის ღირებულების ჯაჭვი განვიხილოთ. იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ეხლა მუშაობს და ხსნის ერთმანეთში კორიდორებს და სექტემბრის თვიდან ევროპაში რამდენიმე ქვეყანა აღადგენს ერთმანეთთან მიმოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ჯაჭვი. აქ საუბარი მაქვს დაწყებული ადამიანის თვითმფრინავში ჩაჯდომიდან, რომელიმე საოჯახო მარნამდე ჩასვლამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის ყველაზე მთავარი გასაღები იმალება ხარჯების შემცირებაში და ამ ეტაზე სექტორის პრობლემა სწორედ ხარჯების შემცრებაა.
როგორც ლევან ქოქიაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივად შეიმუშავონ და რვა ასოციაცია მუშაობს კონკრეტულ ინიციატივაზე, რომელსაც ხვალ ნათია თურნავასა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე წარადგენენ.