აშშ-ის საელჩო: ჯანმრთელობის დასაცავად ვაქცინები კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო საშუალებაა
აშშ-ის საელჩო საქართველოში მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს ეხმაურება.
„ვაქცინების წყალობით ადამიანის რამდენიმე სერიოზული დაავადება თავიდან აცილებადია, მათ შორის: ყვავილი, პოლიომიელიტი, დიფტერია, ტეტანუსი, ყვითელი ცხელება, ყივანახველა და წითელა.
ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად და ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად ვაქცინები კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო საშუალებაა.
თუ ოდესმე გდომებიათ მეტის გაგება ვაქცინების შესახებ, მსოფლიო იმუნიზაციის კვირა საუკეთესო დროა. ეწვიეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდს: https://www.ncdc.ge/“, – წერია საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.