ქობულეთში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, მამაკაცი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
ქობულეთში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, სამართლალდამცველებმა მამაკაცი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას კომუნიკაცია კორონავირუსით ინფიცირებულ 70 წლის ქალთან ჰქონდა, რის გამოც ის და მისი ოჯახის წევრებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და სახლიდან გასვლა ორი კვირის განმავლობაში ეკრძალებოდათ.
“აღნიშნულ პირს რამდენჯერმე პოლიციისგან ჰქონდა გაფრთხილება, თუმცა მაინც არ გაითვალისწინა. მას და მის ოჯახს 70 წლის ქალთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რისთვისაც სახლში უნდა გაეტარებინათ 14 დღე“, – ამბობენ თვითმხილველები.
ცნობისთის, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კრიტიკული რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.