“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”, COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს
“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”, COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს, რომელშიც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – ფონდი “აფხაზინტერკონტი” აქტიურადაა ჩართული .
როგორც “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, ფონდ ” აფხაზინტერკონტის” წარმომადგენელმა, ბესო მურუსიძემ მუნიციპალიტეტში სასურსათო ჩანთები ჩაიტანა, რომლებიც მოსახლეობაში გასავრცელებლად სასურსათო მაღაზიებს საჩუქრად გადაეცემა.
“კამპანიის სამოქმედო არეალში, ქვეყნის მასშტაბით, 647 ლოკაციაა შერჩეული, სადაც 22.500 ცალი სურსათის ბრენდირებული ჩანთა დარიგდება, რომელზეც ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლებში მოქმედი სასურსათო მაღაზიების მეშვეობით, სურსათის შეძენის დროს, ასევე, გავრცელდა პრესრელიზები საინფორმაციო კამპანიის დანიშნულების შესახებ. პროექტი ,,სამოაქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU) და თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფინდი (KAS)”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.