კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფრთხილად, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისივე თქმით, მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქებისა, მოქალაქეებმა  ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს.

„მთელი მსოფლიო აღიარებს იმას, რომ ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი იწყებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად და შევინარჩუნოთ ის მოწოდებები, რაც არის პირბადეებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები