ტრამპი და მაკრონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯად დირმა განაცხადა, პრეზიდენტებმა, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
გარდა ამისა, აღინიშნა, “პანდემიასთან ბრძოლის დადებითი განვითარება”, ასევე, “მსოფლიო ეკონომიკების გახსნის პროგრესი”.
ტრამპმა და მაკრონმა “იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს დროში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სხდომა იქნება მიწვეული”, რომელზეც ვირუსთან ბრძოლაში გაერო-ს როლი იქნება განხილული.