ილია მეორე: მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს
“ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა.
„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება. კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევსწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინეპოლის ეკლესიას ამ დიდი წყალობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.