ლევან დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონენტები გაჩნდა

“ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონენტები გაჩნდა”,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე სრულ თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

“ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონენტები გაჩნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც 1 ჰექტარზე 70 ლარს გულისხმობს და არის ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციით და დრენაჟის მომსახურებით. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერმერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას – ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს.

აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანადაფინანსებას საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფერმერებისთვის უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოყვანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ სახელმწიფო, უზრუნველყოფის ნაწილში, 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება.

მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შევცვალეთ, კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა დაიფაროს საკრედიტო რესურსით და ფერმერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები