შუახევში სოციალური პასუხისმგებლობის აქცია გრძელდება

შუახევის მუნიციპალიტეტში სოციალური პასუხისმგებლობის აქციები გრძელდება. სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობით არაერთ ოჯახს პირველადი დახმარება გაეწია.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მორიგ სოციალურ კამპანიას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ირაკლი და გიორგი ბოლქვაძეები შუერთდნენ, რომლებმაც მუნიციპალიტეტს 100 ოჯახისთვის პურის ფქვილი გადასცეს.

“გარკვეული რაოდენობის ფქვილი დღეს, შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე – ომარ ტაკიძესთან ერთად, სოფელ ჭვანაში შეჭირვებულ ოჯახებს გაუნაწილა. აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და მოიცავს ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს. მადლობა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად, ჩართულნი არიან კორონავირუსის ბრძოლის საქმეში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები