გიორგი გახარია: განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც მან კორონავირუსთან ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და მენეჯმენტის ნაწილში პირადი ჩართულობით

“დღეს ხელისუფლება ორ მთავარ ფრონტზე იბრძვის – მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.

მთავრობის მეთაურმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესსა და სპეციალურ ფონდში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ყველა ადამიანს, რომელმაც ფონდს ფინანსური დახმარება გაუწია.

„მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ “ქართუსა” და ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც მან ამ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და, რა თქმა უნდა, მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები