ზესტაფონის ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების პროცესი გრძელდება

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზესტაფონის ცენტრალურ ქუჩებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით მორეცხვა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისა” და ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესს  ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალ-ყურს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები