ამირან სალუქვაძე მედიას: ამან თქვა, იმან თქვა…

“ვირუსმა ერთი სარგებელი მოიტანა, ტელევიზიების უმეტესობა სიუჟეტებს ექსპერტების გარეშე აკეთებენ”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, ექსპერტები და ანალიტიკოსები ტელევიზიებს კონსულტაციებისთვის შტატში უნდა ჰყავდეთ.

“ბევრი ჟურნალისტისთვის მითქვამს რაში გჭირდებათ მეთქი ჩვენი კომენტარები 15-20 წამის გამო.

გააგრძელეთ ასე ეპიდემიის შემდეგაც!

ექსპერტები, ანალიტიკოსები ტელევიზიებს შტატში უნდა ჰყავდეთ კონსულტაციებისთვის. სიუჟეტს არ სჭირდება “ამან ის თქვა”, “იმან ეს თქვა. ანალიტიკოსს, პოლიტოლოგს, ეპიდემიოლოგს, სხვა სპეციალისტს თუ ჩართავთ, უნდა ალაპარაკოთ, თუ არა, ჟურნალისტებმა მოამზადეთ სიუჟეტები, გაიარეთ კონსულტაციები და თავად ილაპარაკეთ, მაინც თქვენ ლაპარაკობთ და თქვენს ჭკუაზე მიგყავთ. დროსაც მოიგებთ.

სპეციალისტები, როგორც ტელევიზიების, ასევე გარედან მოწვეული, შეგიძლიათ ტოკ-შოუებში მოიწვიოთ, სადაც შესძლებენ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვას.

რასაც ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები 2-3 სიუჟეტს ანდომებენ, მაგ დროში სხვა ქვეყნების ტელევიზოები მთელი მსოფლიოს ამბებს ჰყვებიან”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები