ხულოს მერი მუსლიმ მრევლს მარხვის წმინდა თვის დაწყებას ულოცავს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე მუსლიმ მრევლს მარხვის წმინდა თვის დაწყებას ულოცავს.
“საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს, გულითადად გილოცავთ მარხვის წმინდა თვის მობრძანებას. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, გამძლეობა, სულიერი სიმტკიცე, სიხარული, ურთიერთსიყვარული და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს მფარველი. პატივისცემით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე”,- აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.