შუახევში საქველმოქმედო აქციები გრძელდება
შუახევში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციები გრძელდება. სურსათით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი საჭიროებებით არაერთ ოჯახს გაეწია პირველადი დახმარება.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციაში შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ჩაერთო და მუნიციპალიტეტის მერიას 30 შეჭირვებულ ოჯახზე პირველადი საჭიროების სურსათი გადასცა.
“სურსათი დღესვე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან რამდენიმე ოჯახს გადაეცა. სოციალური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. საქველმოქმედო ღონისძიება ძირითადი რეკომენდაციების დაცვით განხორციელდა. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველა მოქალაქეს და კომპანიას, რომელიც აქტურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის მერიასთან და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დროს იჩენს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.