უკრაინელი პოლიტოლოგი: მოიმარაგეთ პოპკორნი, სააკაშვილი შოუზე იქნება პასუხისმგებელი და არა – რეფორმებზე

უკრაინელი პოლიტოლოგი, ვიტალი ჟურავსკი რეფორმების საკითხთა უკრაინის ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი წარმოდგენების ფონზე საჭიროა მეტი პოპკორნის შეძენა.

“კვირა” ჟურავსკის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

“შოუ გრძელდება. “შმიგალების მწვანეთა” გუნდში დიდი სიხარულია. ემზადებიან რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე “სახურავებისა და საგამოძიებო იზოლატორების” მბრძანებლის, “ბარიგებთან” მებრძოლის, შეუდარებელი მიხო სააკაშვილის მიღებისთვის. თუმცა გაუგებარია, როგორი თანამდებობაა – რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერი. ნება მიბოძეთ, ვიკითხო, რომელ რეფორმებზე?

თუ პოლიციის რეფორმებზეა საუბარია, რომელზეც ორი ქართველი ქალბატონი – ზღულაძე და დეკანოიძე იყვნენ პასუხისმგებელნი, არ გვინდა. ვნახეთ. სად არიან ახლა? ჩავარდნენ. ქალბატონები გაქრნენ, მათ ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ პოლიციაზე, როგორც მუნჯს – ოპერაზე.

თუ მედიცინის საკითხთა რეფორმებზე, რომელზეც ნახევრად განათლებული ფილოსოფოსი კვიტაშვილი იყო პასუხისმგებელი, მაშინ, ძალიან გთხოვთ, მედიცინას თავი დაანებეთ. მისი ყოფნის დროს არ იყო, რომ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური მოკლეს, რომლის დეფიციტი ამჟამინდელი პანდემიის დროს მკვეთრად იგრძნობა?!

თუ პროკურატურის საკითხთა რეფორმებზეა საუბარი, ღმერთმა დაგვიფაროს. იმ კონკურსების შემდეგ, რომელსაც დაუვიწყარი სოროსელი საყვარელიძე ატარებდა, პროკურატურისგან არაფერი დარჩა. ეს არ გვინდა, საერთოდ არ გვინდა.

ყველა ეს ადამიანი სააკაშვილის ხალხი იყო, ხელისუფლების ისტებლიშმენტში მისი რეკომენდაციით მოხვედრილები. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, გაგახსენეთ.

ოდესასა და ავაკოვთან სკანდალები არ მგონია, ვინმეს დავიწყებული ჰქონდეს.

მეგობრებო! მთავრობაში ახალი წარმოდგენების მოლოდინში, პოპკორნი მოიმარაგეთ. არსენ ბორისოვიჩს კი, ვფიქრობ, ერთი ჭიქა არ ეყოფა.

სახალისო იყო, გაცილებით ხალისიანი გახდება!”, – დაწერა პოლიტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები