გიორგი ხოჯევანიშვილი პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების მუშაობის პროცესს გაეცნო

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება. ამავდროულად, რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი ​ მაღაზიის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

რწმუნებულის თქმით, ამჟამად, რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და აღნიშნული რეგულაციები სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.

“გადაწყდა, რომ აგრომაღაზიებმა იფუნქციონირონ იმ პერიოდში, როდესაც ფერმერებს ექნებათ შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება და, ასევე, აგრომაღაზიები შხამქიმიკატებისა და პესტიციდების მიწოდების კუთხით, სამუშაოებს გასწევენ, რომ ფერმერებს ადგილზე მიაწოდონ”, -აღნიშნა რწმუნებულმა.

ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად ავტომობილებით გადაადგილებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები