თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: კორონავირუსი ჯერ კიდევ არ გვაქვს
“თურქმენეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშხაბადი მათ შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინებდა”, -“ამის შესახებ თურქმენეთის ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა განაცხადა.
“თურქმენეთში ერთი შემთხვევაც რომ გამოვლენილიყო, პირველ ყოვლისა, ამას საერთაშორისო პარტნიორებს ვაცნობებდით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პასუხისმგებლები ვართ იმ ვალდებულებების გამო, რომლებიც ავიღეთ, როგორც გაერო-ს წევრი ქვეყანა, როგორც მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა. ამიტომ არაფერს ვმალავთ, ღია ვართ”, – განმარტა მინისტრმა.