რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანას.

საკითხი დაჩქარებული წესით განხილვისთვის ინიციატორმა, კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

„ცვლილების თანახმად, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი იანვრისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ”, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები