ლაგოდეხის მერიამ საჩუქრად ორი ათასი პირბადე მიიღო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჩუქრად 2,000 ცალი პირბადე მიიღო.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, პირბადეები სოფელ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წევრმა ქალბატონებმა, DVV interantional – საქართველოს მიერ მხარდაჭერილი ჭრა-კერვის კურსის ფარგლებში, შეკერეს. აღნიშნული პირბადეები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მაღალი რისკის კატეგორიის მოქალაქეებს დაურიგდებათ. მერი პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ თანამშრომლობას და მადლობას უხდის ორგანიზაციას ამ მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები