კონკურენციის სააგენტო პურის, რითეილისა და ავტოდაზღვევის მონიტორინგს ასრულებს

კონკურენციის სააგენტო პურის, რითეილისა და ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგს მალე დაასრულებს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, კონკურენციის სააგენტო 8 სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა.

“2020 წლის პირველ კვარტალში უკვე დასრულდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ავტოდაზღვევის, რითეილისა და პურ-პროდუქტების ბაზრის მონიტორინგების დასრულება. მიმდინარე წელს გაგრძელდება ფარმაციისა და საწვავის ბაზრის მონიტორინგი. ასევე, კონკურენციის სააგენტო მუშაობს ბაზრების მონიტორინგის წარმოების მეთოდური დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც მომავალში, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მოახდენს მაღალი რისკის მატარებელი და მაღალკონცენტრირებულ ბაზრებზე მონიტორინგის წარმოებას“’, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები