გურამ ნიკოლაშვილი: მაშინ, როცა ყველა გავერკვიეთ, რომ წამალი საქართველოში ექიმის დანიშნულებით, უამრავ ფაქტორზე დაყრდნობით გამოიყენება, ცრუ მედია მაინც არ ისვენებს
“რა ქნას ცრუ მედიამ, რომლის ამოცანებიც პოლიტიკურია და მთავრობა ჰყავს დასამხობი წელსვე”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
ნიკოლაშვილის თქმით, მაშინ, როცა უკვე ყველა გავერკვიეთ საქართველოში, რომ წამლის გამოყენება ექიმის დანიშნულებით ხდება, რომელიც უამრავ ფაქტორზე დაყრდნობით იღებს ამ გადაწყვეტილებას, ცრუ მედია არ ისვენებს.
„არ ისვენებს ცრუ მედია. სავარაუდოდ, მხოლოდ სათაურს შეხედა, სიუჟეტი არც ნახა, თორემ რომ ენახა, რა, იგივეს ვერ დაწერდა თუ რა? ამერიკაშიც ფრონტის ხაზია გახსნილი ტრამპის წინააღმდეგ პანდემიის თემაზე, რათა წარმოაჩინონ უსუსურ და არაკომპეტენტურ მმართველად. აი, ქვემოთ მოცემულ ერთ აბსოლუტურად სპეკულაციურ სლაიდზე დაყრდნობით გამოაცხვეს ეს სათაური, რომელიც ცრუ მედიას დასკვნის სახით გადმოაქვს საქართველოზე – საქართველოს ოფიციოზი დამარცხდა (იგულისხმება მთავრობა და ბანძი საბჭოთა ექიმები), რაკი ჩემმა ყველა „ფრენდმა” ინგლისური არ იცის, რადგანაც ზოგმა ფრანგული იცის მის ნაცვლად, მოკლედ ვთქვათ: სიუჟეტში ექიმი გუფთა ამბობს, რომ რთულია ასეთი მცირე მონაცემებით დასკვნის გაკეთება და უფრო მეტი „დატაა” საჭირო. 250 ადამიანის მონაცემებში შეადარეს, სიკვდილიანობის პროცენტი და სხვაობა იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ წამალი საერთოდ არ მუშაობს? მაშინ როცა უკვე ყველა გავერკვიეთ საქართველოში, რომ წამლის გამოყენება ექიმის დანიშნულებით ხდება, რომელიც უამრავ ფაქტორზე დაყრდნობით იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რა ქნას ცრუ მედიამ, რომლის ამოცანებიც პოლიტიკურია და მთავრობა ჰყავს დასამხობი წელსვე”, – წერს გურამ ნიკოლაშვილი.