დიმიტრი ხუნდაძე: თუ ვინმეს დახმარება არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით

“თუკი ვინმეს დახმარება არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ახლა კრიტიკის დრო არაა.

„ეკონომიკა თუ ჯანმრთელობა? რა თქმა უნდა, ორივე ერთად, მაგრამ ზოგჯერ ეს რთული მისაღწევია და ერთი მეორის ფასად ვერ იქნება. ორივე ერთად კარგია, თუ მოქალაქეების ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ და ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ, მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად და არა ის, ვინც გადარჩება და ეს დავამსგავსოთ იმ სცენარს, რომელიც ჩვენ უკვე ვიხილეთ არაერთ ქვეყანაში, როცა ექიმები არჩევანს აკეთებენ, ვის მიხედონ და ვის არა.
ამიტომ, მე ვფიქრობ არ არის ახლა კრიტიკის დრო, ამის დრო გექნებათ. ახლა იმის დროა, ყველამ ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავიდეთ სასურველ შედეგზე. რეგულაციები იქნება იმგვარი, როგორც იქნება საჭირო, მაგრამ შედეგი იქნება ბოლომდე ისეთი, რომელიც ყველას გვინდა. მოქალაქეების ჯანმრთელობა იქნება უპირველესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პროცესებიც არ უნდა იყოს შეუქცევადი. ამაზე საბჭო მუშაობს, ამაზე მუშაობს პარლამენტი, ამაზე მუშაობს ყველა უწყების წარმომადგენელი და თუკი ვინმეს დახმარება არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები