გაერო: კაცობრიობა შესაძლოა, “ბიბლიური მასშტაბის” შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს

“კაცობრიობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, “ბიბლიური მასშტაბის” შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს, თუ კვებით უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო კვებითი პროგრამის (WFP)აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა.

WFP-ს მონაცემით, 2020 წლის ბოლომდე საკვების მწვავე უკმარისობის წინაშე მსოფლიოში 265 მლნ ადამიანი აღმოჩნდება, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია, როდესაც შიმშილის ზღვარზე 130 მლნ ადამიანი აღმოჩნდა.

დევიდ ბიზლიმ ​პანდემია “მეორე მსოფლიო ომის დროიდან ყველაზე ცუდ ჰუმანიტარულ კრიზისად შეაფასა”.

მისი თქმით, ორგანიზაციის დახმარების გარეშე “ყოველდღიურად შიმშილს 300 ათასი ადამიანი შეეწირება და ეს პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება”.

პროგრამის ერთ-ერთი სცენარით, შიმშილი მსოფლიოს 30 ქვეყანაში გავრცელდება, მათგან 10-ში მილიონამდე ადამიანი უკვე იმყოფება შიმშილის ზღვარზე.

პროგრამის წამყვანი ეკონომისტის, არიფ ხუსეინის თქმით, თვითიზოლაციის რეჟიმი და ეკონომიკური რეცესია ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაზე უკვე აისახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები