დავით ზალკალიანი: ფრენებთან დაკავშირებით, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, მივესალმებით

„საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას”, – ამის შესახბ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

“პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით იმყოფება და ბუნებრივია არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე აისახება ეს შემდეგ დადებითად. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში, არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებს“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დღეს ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები