ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დაინფიცირებული მედიკოსი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსი რამდენიმე დღეს კარანტინში იმყოფებოდა და საკვლევი მასალა სწორედ კარანტინში ყოფნის დროს აუღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგი დღეს, დილით გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 55 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები