გიორგი გახარია: პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლულ ადამიანთა ხსოვნას
“ჩვენ ვგმოთ ანტისემიტიზმის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია “ტვიტერის” გვერდზე წერს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას – ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა. ჩვენ ვგმოთ ანტისემიტიზმის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. ვიხსენებთ გარდაცვლილებს, პატივს მივაგებთ გადარჩენილებსა და ლტოლვილებს“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.