სერგეი ლავროვი: რუსეთი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ახალი სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობა განიხილოს, თუ ამგვარი წინადადება თბილისიდან წამოვა.

ამის შესახებ ლავროვმა მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა.

“მზად ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ, რადგან მათი გაწყვეტის ინიციატორები არ ვყოფილვართ. ალბათ, უნდა დაველოდოთ იმას, როგორ მიუდგებიან ქართველი კოლეგები ამ საკითხს. სავაჭრო წარმომადგენლობებიც ითვალისწინებენ რაიმე სახის შეთანხმებებს. არ მგონია, ამან უეცრად რაიმე უპირატესობაა გაზარდოს, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას”, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის თქმით, იზიარებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას და ამის გაკეთება აუცილებელია “ორი ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ”.

“სრულფასოვანი საელჩო რომ იყოს, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთქმედება, კულტურული კავშირები გაცილებით ოპერატიულად და უფრო ეფექტურად განხორციელდება”, – განაცხადა ლავროვმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები