გია გაბრიჭიძე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო – ეს ნამდვილად ყველამ დავინახეთ

“გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დავინახეთ განსხვავება ნამდვილ და ჩასაფრებულ ოპოზიციას შორის.

„გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! ეს ნამდვილად ყველამ დავინახეთ. პირველ ყოვლისა, დავინახეთ ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობა. დავინახეთ ნამდვილი და ყალბი პოლიტიკა. დავინახეთ ნამდვილი ხელისუფლება და კიდევ ერთხელ დავინახეთ განსხვავება ნამდვილ და ჩასაფრებულ ოპოზიციას შორის. დავინახეთ ის, რომ ხალხს ქვეყნისა და ერთმანეთის დიდი სიყვარული და მართლაც მაღალი პსუხისმგებლობის გრძნობა ჰქონია. და დავინახეთ ის, რომ ყველაფერს მოვერევით, ყველაფერს გადავიტანთ და ნამდვილ, კარგ საქართველოს ავაშენებთ. მიყვარხართ, ქართველებო“, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები