უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1290-ით გაიზარდა

ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ხელისუფლებამ COVID-19-ის სტატისტიკა თავიდან გადათვალა, გარდაცვლილთა რიცხვი 1290-ით გაიზარდა და 3869 შეადგინა.

ამის შესახებ ქალაქის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, 325-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 50 333 პირი შეადგინა.

დღეს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ახალი სტატისტიკა გაავრცელა, სადაც უხანის მონაცემზე განსხვავებული ციფრებია, კერძოდ, რომლის მიხედვითაც უხანში სულ 50 008 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 2 579.

ამრიგად, შეიცვალა მთლიანად ჩინეთის სტატისტიკა და, ჯამურად, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს 4 632 ადამიანი ემსხვერპლა, 82 692  კი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები