აჭარაში სკოლა-პანსიონების ბენეფიციარების ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

აჭარაში სკოლა-პანსიონების ბენეფიციარების ოჯახებს მათთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები გადაეცათ.

სასურსათო კალათები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაარიგა.

აჭარაში ოთხი სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს. ამჟამად საპანსიონო მომსახურებით 253 მოსწავლე სარგებლობს. ბენეფიციარებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ბავშვები მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ობლები და მარტოხელა დედის შვილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები