დავით ნარმანია კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს მინისტრი დავით ნარმანია კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპულოსისთან შეხვედრას გამართავს. როგორც “კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრები ერთმანეთს ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკუთარ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებებსა და დანერგილ სიახლეებს გაუზიარებენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განსაკუთრებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხზე. მინისტრები, ასევე, შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს და კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრები მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 3 თებერვალს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებში. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი 6 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები