ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 10 მაისამდე გახანგრძლივდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით.
როგორც ცნობილია, ფრენებზე შეზღუდვა, კორონავირუსის იმპორტის შეჩერების მიზნით, 30 აპრილამდე იყო დაწესებული.

უწყების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოში შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები