რუსთავის მერიისგან დახმარება 10 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო
რუსთავის მერია საკვები პროდუქტით მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დღეს, მერის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით და კერძო სექტორის შემოწირულობით, სასურსათო ნობათი მოხალისეებმა 700 ოჯახს გადასცეს.
“პროდუქტის დახარისხება-განაწილების პროცესში რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან ერთად, სისტემატურად იღებს მონაწილეობას.
სურსათის დარიგებას,დღეს, ქალაქის მერთან ერთად, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის მერიამ საქველმოქმედო კამპანია 25 მარტს დაიწყო და მის ფარგლებში, ყოველდღიურად, რამდენიმე ასეულ ოჯახს ეხმარება.
ქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო პაკეტი, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიანად უკვე 10 000-ზე მეტ რუსთაველ ოჯახს აქვს მიღებული”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.