ლაგოდეხში სისხლის უანგარო დონორთა აქცია “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” გაიმართა (ვიდეო)
“გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე” – მმართველი გუნდის ინიცირებული აქციის ფარგლებში, დილიდან ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში “ქართული ოცნების” წევრები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები სისხლს უანგაროდ გასცემდნენ.
აქციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილიც შეუერთდნენ.
კახეთის გუბერნატორის თქმით, “სისხლის ბანკის ” მუდმივი შევსება ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
“ყველა მიმდინარე ჯანდაცვითი საკითხები,რომელიც დგას ადამიანების და სისტემის წინაშე,უნდა იყოს შეუფერხებლად განხორცილებული. ა.გ. ” ქართული ოცნების ” ეს გადაწყვეტილება ,რომ სისხლის ბანკი მუდმივად იყოს შევსებული,არის ძალიან მნიშვნელოვანი “- განაცხადა ქადაგიშვილმა.
აქცია” გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება და მიზანს სისხლის საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება წარმოადგენს.