ემანუელ მაკრონი მსოფლიო ომების დასრულებაზე ვლადიმერ პუტინის თანხმობას ელოდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პანდემიის ფონზე ცეცხლის გლობალური შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან სამის თანხმობა მიიღო.

მაკრონის თქმით, ახლა თანხმობა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა თქვას.

ამის შესახებ მაკრონმა Radio France Internationale-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

23 მარტს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა ლიდერებს მსოფლიოში ცეცხლის დაუწყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მაკრონის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა ჩინეთის პრეზიდენტმა – სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა –  ბორის ჯონსონმა განაცხადეს.

მაკრონი პუტინისგან პასუხს უახლოეს საათებში ელოდება.

“ინიციატივის წამოწყებამდე ველაპარაკე მას. სხვა ლიდერებისგან მკვეთრი დასტურის მიღებამდე მასთან არ მისაუბრია. ამას უახლოეს რამდენიმე საათში გავაკეთებ. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი, რასაკვირველია, დათანხმდება, და იმ დღეს როდესაც ის ტყვის “კი”-ს, გავმართავთ ვიდეოკონფერენციას და ამ მოწოდებას საზეიმოდ განვაცხადებთ”,- განაცხადა მაკრონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები