ხობში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით შესყიდული საკვები პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს. პროდუქტების პაკეტს, რომელიც ერთი ტომარა პურის ფქვილისგან, ზეთისგან, შაქრისგან და ბრინჯისგან შედგება, 1419 ოჯახი მიიღებს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროდუქტების გაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი – ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
“მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარამდე დაიხარჯა. ხობის მუნიციპალიტეტში, პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესმენები და მოხალისეთა ჯგუფი სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.