რუსთავს კომპანია “ჰუმანამ“ ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტები გადასცა

რუსთავს კომპანია “ჰუმანამ“ ჩვილ ბავშვთა კვების 170 სახეობის პროდუქტი გადასცა, რომელიც, დაახლოებით, 100 ბავშვზეა გათვლილი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კომპანია „ჰუმანასა“ და მის ხელმძღვანელობას ძალიან დროული რეაგირება ჰქონდათ.

“რუსთავში დადგა საჭიროება ოჯახების ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფისა. ჩვენ მეგობარ კომპანია “ჰუმანასა“ და მის ხელმძღვანელობას ძალიან დროული რეაგირება ჰქონდათ. ჩვენ ამ პროდუქტს რუსთავს გადავცემთ და უკვე რუსთავი მოახდენს გადანაწილებას. მინდა, მადლიერება გამოვხატო ბატონი თემურ კონიაშვილისა და გიორგი ბურდიაშვილის მიმართ, რომლებმაც 100 ბავშვზე გათვლილი კვება გადმოგვცეს”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები